Vamos – თქვენი გზა ევროპული ცხოვრებისკენ!
Digital Nomad Visa - ციფრული(დისტანციური) თანამშრომლის ვიზა - პროცესის ხანგრძლივობა 3-5 თვე.
Non-lucrative Visa - არა-მომგებიანი ვიზა - დანაზოგით/პასიური შემოსავლით უზრუნველყოფილი ვიზა - პროცესის ხანგრძლივობა 3-5 თვე.
Vamos - არის საერთაშორისო კომპანია, რომელიც ეხმარება პირებსა და ოჯახებს მიიღონ ბინადრობის ნებართვა(რეზიდენტობა) ესპანეთსა და იტალიაში. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ თქვენთვის ახალი ცხოვრების დაწყებას, იქნება ეს არსებული დისტანციური სამსახურის ფონზე, თუ აქტიური შემოსავლის გარეშე - პასიური შემოსავლით, ან არსებული დანაზოგის ხარჯზე. ჩვენ გთავაზობთ სრულ საკონსულტაციო მომსახურებას, დოკუმენტაციის მომზადებას, მათ შორის თარგმანის ორგანიზებას და პროცესის ყველა ეტაპის მხარდაჭერას.
ესპანეთი - ფინანსური პირობები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეთ, რათა შეძლოთ ჩვენი მომსახურების მიღება
1. ციფრული(დისტანციური) თანამშრომლის ვიზა (Digital Nomad Visa):
2025 წლის მონაცემებით, ესპანეთში Digital Nomad Visa -ის მისაღებად
საჭიროა შემდეგი ფინანსური მოთხოვნების დაკმაყოფილება: ძირითადი აპლიკანტი: ყოველთვიური - შემოსავალი მინიმუმ €2,800(NET).
მეუღლე ან პარტნიორი: დამატებით - €1,100 (NET).
თითოეული შვილი: დამატები €380 (NET).
მაგალითი: ოჯახი ორი ზრდასრულით და ერთი ბავშვით - ყოველთვიური შემოსავალი €4,280 (€2,800 + €1,100 + €380).
ესპანეთში და/ან ესპანურ კომპანიაში მუშაოდა შეგიძლიათ დამატებით, თუ ესპანეთის ტერიტორიაზე გაცემული ხელფასი არ აღემატება თქვენი ძირითადი ხელფასის 20%.
ვიზა გაიცემა 1-3 წლით. შემდეგ შესაძლებელია განახლება იგივე მოთხოვნების შესაბამისად.
2. არა-მომგებიანი ვიზა (Non-Lucrative Visa):
არა-მომგებიანი ვიზისთვის საჭიროა დაამტკიცოთ, რომ გაქვთ საკმარისი ფინანსური რესურსები ესპანეთში ცხოვრებისათვის, აქტიური შემოსავლის გარეშე(მაგ: პენსია, ინვესტიციები, იჯარიდან მიღებული ყოველთვიური თანხა, ან დანაზოგი).
მკაფიოდ განსაზღვრული ფინანსური ზღვრები არ არის დაწესებული, თუმცა თანხა უნდა შეადგენდეს არანაკლებ €28,800 ერთ ძირითად აპლიკანტზე.
Non-Lucrative Visa გაიცემა 1 წლით და შესაძლებელია ყოველწლიური
განახლება 5 წლამდე.
იტალია - ფინანსური პირობები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეთ,
რათა შეძლოთ ჩვენი მომსახურების მიღება
1. ციფრული(დისტანციური) თანამშრომლის ვიზა (Digital Nomad Visa):
2024 წლის აპრილიდან, იტალიამ შემოიღო Digital Nomad Visa, რომლის
მისაღებად საჭიროა შემდეგი:
შემოსავალი: იტალიის დისტანციური თანამშრომლის ვიზის მისაღებად, აპლიკანტმა უნდა დაამტკიცოს, რომ მისი წლიური შემოსავალი
შეადგენს მინიმუმ €28,000-ს(საბანკო ამონაწერი).
სამუშაო გამოცდილება: აპლიკანტს უნდა ჰქონდეს დისტანციური მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება.
განათლება: აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს უნივერსიტეტის ხარისხი ან მინიმუმ 5 წლიანი პროფესიული გამოცდილება შესაბამის
სფეროში.
ჯანმრთელობის დაზღვევა: საჭიროა ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც მოქმედებს იტალიაში და ფარავს მინიმუმ €30,000-ს.
საცხოვრებელი: აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს იტალიაში საცხოვრებლის დამადასტურებელი დოკუმენტი, როგორიცაა იჯარის ხელშეკრულება ან საკუთრების მოწმობა.
ცნობა ნასამართლეობის შესახებ - კრიმინალური ჩანაწერი: აპლიკანტს უნდა ჰქონდეს სუფთა კრიმინალური ოფიციალურად დადასტურებული
ჩანაწერი ბოლო 5 წლის განმავლობაში.
შენიშვნა: ვიზის მოთხოვნები შეიძლება შეიცვალოს, ამიტომ რეკომენდებულია განახლებული ინფორმაციის გადამოწმება განაცხადის ჩაბარებამდე.
ზოგადი მოთხოვნები
- !!! დოკუმენტაციის წინასწარი ექსპერტიზა თითოეული შემთხვევისთვის ინდივიდუალურად!
- მომსახურების საფასური 3700 ევრო ერთი აპლიკანტის შემთხვევაში(ყველა შემთხვევა განიხილება ინდივიდუალურად). გადახდა 2 ნაწილად.
- 2 ან მეტი და ოჯახის წევრის დამატების შემთხვევაში - მომსახურების საფასური შეთანხმდება ინდივიდუალურად.
- !!! უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, თანხა გიბრუნდებათ უკან!
აუცილებელი პირობა! ბოლო 5 წლის განმავლობაში, სავალდებულოა სუფთა კრიმინალური წარსული!
Vamos - ჩვენ გეხმარებით გადადგათ პირველი წარმატებული ნაბიჯი ევროპაში ცხოვრებისა და განვითარებისკენ.
დაგვიკავშირდით დღესვე და დაიწყეთ თქვენი ახალი ისტორია ესპანეთში, ან იტალიაში!
📧 info@vamos.com.ge 🌐http://vamos.com.ge/
Tel: 0706122063 (ზარი საქართველოდან) Tel: +995 706122063 (ზარი უცხოეთიდან). კონსულტაციის დაჯავშნა საჭიროა წინასწარ.
📞 ვიდეო კონსულტაციის დაჯავშნა წინასწარ, მითითებულ ტელეფონის ნომერზე ან ელექტრონული ფოსტის გამოყენებით!
კონსულტაციის ღირებულება - 1 საათი 50 ევრო, რომელიც შეადგებს სრული თანხის ნაწილს).
Vamos - თქვენი ბედნიერი მომავალი!